შრომის ინსპექციის სამსახურმა სამშენებლო სექტორში თვითდასაქმებულთათვის საინფორმაციო აქცია გამართა. ინსპექტორებმა უსაფრთხოების ძირითადი ნორმები მშენებლობის სფეროში მომუშავე პირებს გააცნეს და სპეციალური ბუკლეტებიც დაურიგეს. საინფორმაციო კამპანიის მიზანი სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა და ცნობიერების ამაღლებაა.