კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.
„ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 2022 წელს კონკურსი სამი მიმართულებით ხორციელდება – „ახალგაზრდული სივრცეების განვითარება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა“, „კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერა“ და „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა“. საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერია.