როგორ აისახება პანდემია და კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები საოჯახო მეურნეობებზე. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამეურნეო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მათ შორისაა ღვინის და თაფლის წარმოება, ასევე ერთწლიანი კულტურების მოყვანა-დამუშავება. წარმოების გაფართოების მიზნით, ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საშეღავათო პროგრამებშიც აპირებენ ჩართვას.