14 აპრილს საგაზაფხულო ბაზრობა 2024 გაიმართება. ღონისძიებამდე, გერმანიის ელჩის მეუღლის, მარია ფიშერის მასპინძლობით, ბოლო მოსამზადებელი საორგანიზაციო შეკრება გაიმართა. გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას უცხოელი და ქართველი ორგანიზატორები ესწრებოდნენ. საორგანიზაციო შეკრებაზე იმყოფებოდა გერმანიის ელჩიც. საგაზაფხულო ბაზრობა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზებით იმართება. ბაზრობა საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოსული თანხა სოციალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.