რეგიონში მიმდინარე მოვლენები და გამოწვევები – ამ თემაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მეზობელ ქვეყნებში მომუშავე დიპლომატებს უსმენენ. დეპუტატებს ინფორმაციას თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აწვდიან. გიორგი ჯანჯღავა, ზურაბ პატარაძე და გიორგი შარვაშიძე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებენ. დიპლომატების მოხსენების შემდეგ, საგარეო კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში გრძელდება.