პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა

12:19, 13.06.2023

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

მსგავსი