ამბასადორიალი ბერლინში

რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს – ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ელჩები დღეს ბერლინში შეიკრიბნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ამბასადორიალზე ელჩებს პირველმა დიპლომატმა ის სამუშაოები გააცნო, რაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად უკვე ჩატარდა. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები მიიღეს, რათა საქართველოს მიერ 12 პუნქტის ფარგლებში გატარებულ რეფორმებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და კომუნიკაცია უფრო მჭიდრო იყოს. პროგნოზები ოპტიმისტურია, მათ შორის სკეპტიკოსი ქვეყნებიდან – გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც. ამბასადორიალის შემდეგ ილია დარჩიაშვილი სწორედ გერმანელ კოლეგას შეხვდა.

რა დავალებებით ბრუნდებიან საქართველოს ელჩები სამუშაო ქვეყნებში, – ანა ბროლაძე ბერლინიდან.