პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა

ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი არ მისულა, თუმცა მისი დასწრება წინასწარ დაგეგმილი იყო. ღონისძიების დაწყებამდე ითქვა, რომ პრეზიდენტიც მიმართავდა სიტყვით ქართველ დიპლომატებსა და ამბასადორიალზე შეკრებილებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურში კი განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაეთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა. ღონისძიების მონაწილე ელჩებმა თქვეს, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, რადგან ისინი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების შემუშავებაში არ არიან ჩართულები.