იორდანიაში საქართველოს საელჩო, ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799
ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“. მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. შესაბამისი მუქარის შემცველი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.