საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იტალიაში

იტალიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ილია დარჩიაშვილი დღეს მასპინძელი ქვეყნის პირველ დიპლომატს შეხვდება. გაფორმდება ორ ქვეყანას  შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. ხაზი გაესვა იტალიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ვიზიტის ფარგლებში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპაში უკვე მეოთხე ქვეყანაა, ვისთანაც საქართველო სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატს აფუძნებს.