საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია.

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში. ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, ასევე შეხვედრა გაიმართა ევროკომისიაშიც.