საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონზე ისაუბრეს დღეს ბრიუსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისიაში შეხვედრები გამართა. ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს, რა დროსაც კითხვები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე დაისვა. ინიციატივაზე ევროკავშირმა ნეგატიური შეფასება უკვე გააკეთა. საქართველოს პირველმა დიპლომატმა პროექტის ხელახლა წარდგენის მიზეზებზე და მის მიზნებზე ისაუბრა. ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა მიწვეული. ამ ღონისძიებას წევრ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიც ესწრებიან.