ევროინტეგრაციის, საგარეო და დიასპორის საკითხების გაერთიანებული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დავით ზალკალიანს მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს. სხდომის მიმდინარეობის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ბოლო 3 კვირის განმავლობაში განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საგარეო მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების, სამეზობლო პოლიტიკისა და დიპლომატების როტაციის საკითხებზე.