პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე დავით ზალკანიანს მოუსმინეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს. დავით ზალკანიანმა საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის წევრებს, სამთავრობო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, საქართველოს არჩევანი ევროინტეგრაციაა და ქვეყანა ამ გზას გააგრძელებს. ზალკანიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მიხეილ ჯანელიძის წასვლასაც გამოხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ოპოზიცია ინტერესდება, ნატო-ს სამიტის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა იქონიებს თუ არა გავლენას სამიტისთვის მზადების პროცესზე. პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც მთავრობას დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

დატოვე კომენტარი