დეპუტატები ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტი,  მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, მინისტრობის კანდიდატების მოსმენასა  და სამთავრობო პროგრამის  განხილვას  განაგრძობს. ამ წუთებში, ეკონომიკური გუნდის  მინისტრობის კანდიდატების პრიორიტეტებს, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ. ახალი და ძველი სახეები, ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. სანდრო ჯუფალაკიანი გაგვაცნობს სხდომის დეტალებს.

დატოვე კომენტარი