გიორგი ქობულია - ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას თუ მივაღწევთ, ეს იქნება სასწაული
გიორგი ქობულია - ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას თუ მივაღწევთ, ეს იქნება სასწაული

ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას თუ მივაღწევთ, ეს იქნება სასწაული, – განაცხადა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ.

„რომც გავაორმაგოთ ეკონომიკა 7-8 წელიწადში, მაინც ვერ გავხდებით გერმანია ან შვეიცარია. უნდა გვქონდეს რეალისტური მოლოდინები“, – აღნიშნა ქობულიამ.

მისი თქმით, ეკონომიკა ძალიან მაღალი ზრდის ციფრებს ვერ აითვისებს.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი იყო.