გიორგი ქობულია - ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას თუ მივაღწევთ, ეს იქნება სასწაული
ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას თუ მივაღწევთ, ეს იქნება სასწაული, – განაცხადა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ.
„რომც გავაორმაგოთ ეკონომიკა 7-8 წელიწადში, მაინც ვერ გავხდებით გერმანია ან შვეიცარია. უნდა გვქონდეს რეალისტური მოლოდინები“, – აღნიშნა ქობულიამ.
მისი თქმით, ეკონომიკა ძალიან მაღალი ზრდის ციფრებს ვერ აითვისებს.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი იყო.