საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველ ხალხს.

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე თბილისს პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვივნენ.

მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს შეფასებები გაკეთდა. ქართული მხარე კვლავაც მხარდაჭერის კონსოლიდაციის მოლოდინშია.