„საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ - კვლევის პრეზენტაცია

„საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ – ამ სახელწოდებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევის შედეგები და მიგნებები წარადგინა. კვლევა საქართველოს საგარეო ორიენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და მოსალოდნელ საფრთხეებს შეეხება. აღნიშნული კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში კი, საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობასთან სულ 1 523 ინტერვიუ ჩატარდა.