უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებას ახლა მხარი უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს. ოფიციალური კიევი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას იღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები.