საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი „ვივამედში“

რამდენიმე წუთის დატოვა კლინიკა „ვივამედი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად კიდევ ერთხელ მივიდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი პროცედურაზე კვლავ უარს აცხადებს.

სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატიც. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ და უცხოელი ექსპერტების მოწვევას ითხოვენ.

თათია ტაბეშაძე იმყოფება კლინიკა „ვივამედთან“ და ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში გვიერთდება.