საქართველო-პორტუგალიის მატჩის მოლოდინში – ქომაგთა მზადება რუსთავში
საგულშემატკივროდ იკრიბებიან რუსთავში. ფან-კლუბში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. დიდი მონიტორები ცენტრალურ პარკში იყო დამონტაჟებული, თუმცა უამინდობის გამო საგულშემატკივრო სივრცე შეიცვალა და ქომაგებს ახლად აშენებულ სპორტის სასახლეში ელოდებიან.