საქართველოს რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამუშავების ფაქტების გამოსავლენად მიმდინარე ღონისძიებებზე საუბრობს ფინანსთა სამინისტრო.
საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, სვანეთის გარდა შესაბამისი მოქმედებები ერთდორულად დაიწყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. გამოვლენილია საბუთების გაყალბების ფაქტები. პასუხისგებაში 15 პირია მიცემული. პარალელურად მოწმდება ხის მასალის სარეალიზაციო პუნქტები. საგამოძიებო სამსახური საბუთებს სწავლობს.
სანდრო ჯუფალაკიანი გვერთვება დეტალებით.