ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მძიმე გარემოებებში განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებითაა აღძრული.
წინასწარი ვერსიით, გუგეშაშვილები თავდამსხმელს იცნობდნენ. დამნაშავის ვინაობის დასადგენად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა. სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს დიღმის ტყე-პარკი, რომელიც ძალიან ახლოსაა იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
მარიამ ქურდიანი საუბრობს პოლიციის სამმართველოდან.