„შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. წინ, საქართველო“ – ასე ეხმაურება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებს.
ელჩის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ : „მადლობა დანიელსონს, ევროკავშირსა და აშშ-ს მთელი სამუშაოსთვის. წინ, საქართველო. ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და გამბედაობა შეიძლება დაეხმაროს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. დღევანდელი მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, – წერს დიეგო კოლასი.
მოამბე