საფინანასო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა საფინანსო სექტორშიც. ფაქტობრივი კარანტინის დროს, ბანკებისა და მიკროსაფინანსო-ორგანიზაციების გარდა, მუშაობს წყვეტს ყველა დანარჩენი დაწესებულება. ისინი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. თუმცა მუშაობას საერთოდ აჩერებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. კოვიდ 19-ის გამო შექმნილი ვითარება, ნეგატიურად აისახება სავალუტო ბაზარზე და ზოგადად მთელ ეკონომიკაზე. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა – გაუფასურებული ლარის და ეკონომიკური ზრდის შენელებული დინამიკით.

მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დასაყვანად მზადდება ეკონომიკის სტიმულირების მეორე პაკეტი, ასევე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად.