ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში, 2004 წელს სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადაეცემა. ტურნირის ფინალს ვეტერანების საქმეთა სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.