საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024

საქართველო მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს.

გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე ესწრება. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი ქვეყნიდან ცხრა ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს.