ბელორუსზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება.
დასავლეთი დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს. რომან პროტასევიჩის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული აღიარებითი ჩვენება მუქარის და წამების შედეგადაა მოპოვებული. ვიდეო მასალაში ოპოზიციური ტელეგრამ-არხების ყოფილი რედაქტორი მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებას ადასტურებს. 23 მაისს მინსკის აეროპორტში ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი ირლანდიური ავიაკომპანიის რეისის იძულებითი დაშვება და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავება საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე შეაფასა გატაცებად. სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ.