ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები

ბელარუსში დაკავებული რომან პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ლიეტუვის დედაქალაქში გამართულ აქციას ბელარუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია შეუერთდა. ვილნიუსში დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას ფოტოები ეჭირათ. ბელარუსი ხალხისადმი სოლიდარობისა და ლუკაშენკოს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ასევე გაიმართა ირლანდიაში, პოლონეთში, აშშ-სა და კანადაში.

მოამბე

 

 

დატოვე კომენტარი