ბელარუსი ჟურნალისტის სკანდალური „აღიარება“

ახალი გარემოებები ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის გახმაურებული საქმის გარშემო.

რომან პროტასევიჩის ინტერვიუს და აღიარებას უფლებადამცველები და დაკავებულის ოჯახი ზეწოლისა და წამების შედეგად აცხადებენ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში პროტასევიჩი მასობრივი არეულობების ორგანიზებას აღიარებს, ოპოზიციას აკრიტიკებს, საუბრობს ხელისუფლების ოპონენტების დაფინანსების წყაროებზე, ასევე პოლიტიკიდან დისტანცირების აუცილებლობაზე და პატივისცემას გამოხატავს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ.

ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი „რაინეარის“ თვითმფრინავი 23 მაისს მინსკის აეროპორტში იძულებით დასვეს და რეისზე მყოფი ცნობილი ბლოგერი ბორტზევე დააკავეს. მას შემდეგ პროტასევიჩის საქმე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

დატოვე კომენტარი