საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეხვდა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივას. მხარეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოება“ რეიტინგში საქართველოს წარმატებას.