საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების ჯგუფს გამოაგზავნის
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის. ჯგუფის მიზანი, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივების შესწავლა იქნება.
გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დავოსში იმყოფება. ქართული მხარე ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს.
დავოსში სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს.