საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შპს „მოორ ეიბისი“ დადებითი დასკვნა დადო. ეს საკითხი იყო დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომის განსახილველი ერთ-ერთი თემა. საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ ყოველწლიურად მოწმდება. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ ყველა ამ მიმართულებით დადებითი დასკვნა დადო, დარღვევა ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნა პარლამენტს გაეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.