EBU-ს ახალი ამბების ასამბლეა თბილისში

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეის ფარგლებში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს, თბილისში 47 ქვეყნის, 100 დელეგატი იმყოფება.

რიგით მე-18 ასამბლეა დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. ასამბლეას ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმის ხელმძღვანელები ესწრებიან.