სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმართავს. გაერთიანება ითხოვს, გაფართოვდეს იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად კერძო დაზღვევაც აქვთ. ამ უფლებით სრულად დღეს მხოლოდ ის ბენეფიციარები სარგებლობენ, რომელთა ყოველთვიური შემოსავლები საკმაოდ დაბალია. თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა კერძო სადაზღვევო პოლისების მქონე მოქალაქეების ნაწილს სწორედ მათი მაღალი შემოსავლების გამო შეუზღუდა. თუმცა სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან მედიკამენტებში გაწეული დანახარჯების წილი მკვეთრად გაზარდა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.