საცხოვრებელი სახლები დევნილებისთვის

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. ისინი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებენ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააკეთა. შესრულებული სამუშაოები ეკატერინე ტიკარაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. უკვე გადაწყვეტილია, რომ წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მწვავე პრობლემა მოგვარდება. რვა კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა.