250-კილომეტრიანი მარშრუტი ცხენებით. საქართველოში საცხენოსნო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით 6-დან 9 სექტემბრამდე ცხენოსანთა კლუბი დიდ გადასვლას გეგმავს.
კლუბში ექსტრამალური ცხენოსნობის 30-მდე მოყვარული გაერთიანდა. გადასვლაში კი სულ 40-მდე ცხენოსანი მიიღებს მონაწილეობას. მარშუტი ქვემო ალვანიდან იწყება, თიანეთში ბალების ხევში გაგრძელდება და საგურამოს ველების გავლით ჯვრის მონასტერთან 40 კილომეტრიანი მარულათი დასრულდება.