ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოპოზიციონერები ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.