საცხენოსნო სპორტის განვითარება

250-კილომეტრიანი მარშრუტი ცხენებით. საქართველოში საცხენოსნო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით 6-დან 9 სექტემბრამდე ცხენოსანთა კლუბი დიდ გადასვლას გეგმავს.

კლუბში ექსტრამალური ცხენოსნობის 30-მდე მოყვარული გაერთიანდა. გადასვლაში კი სულ 40-მდე ცხენოსანი მიიღებს მონაწილეობას.  მარშუტი ქვემო ალვანიდან  იწყება, თიანეთში ბალების ხევში გაგრძელდება და საგურამოს  ველების გავლით ჯვრის მონასტერთან 40 კილომეტრიანი მარულათი დასრულდება.