ახმეტაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ახმეტაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია ერთი მამაკაცი. სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებს 65 წლამდე მწყემსის მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე და მოკლული თანასოფლელები არიან.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის პოლიციამ უკვე დააკავა.