საჩუქარი ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიას

ხელოვნების მუზეუმის, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას, კარლცაისის წარმომადგენლობამ კავკასიაში, საჩუქრად სინათლის პოლარიზებული მიკროსკოპი გადასცა. მიკროსკოპი ინტეგრირებული ვიდეოკამერით არის აღჭურვილი.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიკროსკოპი მუზეუმის თანამშრომლებს სამუშაოს გაუმარტივებს და ის კომფორტული ხელსაწყოა მკვრივი მასალების შესასწავლად. კარლცაისის წარმოება ცნობილია თავისი მიკროსკოპებით, ლუპებით, ლინზებითა და სამედიცინო სისტემებით.