ფოტოგამოფენა „უთხარით შვილებს“

გამოფენა ქალთა უფლებების დასაცავად და ფოტოგრაფიით გადმოცემული პრობლემა – ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ სხვადასხვა ქალის 20-მდე ფოტო გამოფინა. ავტორი ამ ექსპოზიციით სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებული მახინჯი სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს.

გამოფენა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მომზადებულ ანგარიშს ეძღვნება იმის შესახებ, თუ რამდენად არის დაცული ქალების უფლება – თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე. ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაერო-ს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 24 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.