„თელმიკოსა“ და „თელასს“ მოქალაქეთა საჩივრების გამო, სემეკ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეამოწმებს. მათ უნდა დაადგინონ, რატომ ეგზავნებათ აბონენტებს მომატებული გადასახადები და ხშირ შემთხვევაში, თვეში ორი ქვითარიც. გადაწყვეტილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიიღო. პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სპეციალური კომისია დღესვე დაიწყებს.