საბრძოლო მოქმედებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს
საბრძოლო მოქმედებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს. ამ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს. ანგარიშში წერია, რომ მსოფლიოს 24 განვითარებად ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გახშირებულია სკოლებზე თავდასხმები, 6-დან 14-წლამდე 27 მილიონ ბავშვს არ აქვს საშუალება სკოლაში ისწავლოს.
ანგარიშში მაგალითად მოყვანილია ნიგერია, სადაც რადიკალური ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ სკოლებზე თავდასხმებს ახორციელებს. ბოლო წლებში, “ბოკო ჰარამმა” ნიგერიაში 1000-ზე მეტი სკოლა გაანადგურა და 2300-მდე მასწავლებელი მოკლა.
UNICEF-მა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მოუწოდა, განვითარებად ქვეყნებში განათლების პროგრამებისთვის წლიური ბიუჯეტი გაზარდონ.