შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე

იუსტიციის მინისტრი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა. რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წელამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას. რატი ბრეგაძემ იესპერ მოლერს ბავშვთა უფლებების საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება შესთავაზა.