შეხვედრა მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, მედიააკადემიაში იმ პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების გაკვეთილებს ჩაატარებენ. შეხვედრა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში შედგა, რომელსაც კომუნიკაციების კომისია unicef-ის მხარდაჭერითა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. კომუნიკაციების შეხვედრაზე მედიაწიგნიერების განვითარებაში პროექტისა და მასწავლებლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.