საბერძნეთის საკურორტო ზონაში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში. კრიტიკული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს, რითაც კრიმინალებმა ისარგებლეს, ფიქსირდება ნახევრადდამწვარი და გადარჩენილი სახლების გაქურდვის ფაქტები. მოამბე რჩება მოვლენათა ეპიცენტრში, გადამღებმა ჯგუფმა ამჟამად ქალაქ რაფინაში გადაინაცვლა, სადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია მდებარეობს. გურამ როგავა და ლევან ქართველიშვილი ცოტა ხნის წინ რაფინას მერს ესაუბრნენ.