საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 გარდაცვლილი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვია.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ.  ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ისინი სტიქიის ზონაში სახლებს ათვალიერებენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა.