საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 გარდაცვლილი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვია.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ისინი სტიქიის ზონაში სახლებს ათვალიერებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა.